ქუჩაში არცერთხელ, ან რამდენიმეჯერ (ბუმერანგის პრინციპი)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhJ4PAOL4TlcNm2iFV1RkpcUpQuni_nWPR3ZCiU40Fk3HSO6ruO7NJfe5FDy02R2VauSUivaOQvTCHSqpe_6zkeFfQY7LrcCf3WhXzujR13M5MrUsjphPOMnH-ZX4V5Zz1oFToh1g-oKno/s200/strong.jpg)
სეირნობა ნებივრობდა. გოგონა ხშირად იყო მასთან ერთად. ისინი მეგობრობდნენ, თუმცა ერთმანეთს არასოდეს ელაპარაკებოდნენ, რადგან.. მხოლოდ სეირნობამ იცოდა, რომ გოგონა მისი მეგობარი იყო. თვითონ ასე ეგონა, ყოველ შემთხვევაში.
იმ სამყაროში ერთი იყო მხოლოდ, რომელიც იმ კომპოზიციებს თხზავდა, შემდეგ გოგონას რომ ფეხქვეშ ეგებოდნენ და მისგან გათელვაც რომ არ აყოვნებდა მათი.. მუსიკის მოყვარულს არასოდეს უფიქრია, რომ შეიძლებოდა იგი იმ მუსიკოსს შეხვედროდა, ის მუსიკოსი კი - მას. არ უფიქრია არასოდეს და სწორედ ამიტომაც შეხვდა იგი მას და მას - იგი.. შუა ქუჩაში იდგა ვიოლინოთი ხელში და გოგონასთვის აქამდე უცნობ ნაწარმოებს ასრულებდა თითქმის ცარიელსა და ქვაფენილიან ქუჩაში. მოიხიბლა.. მუსიკით? არა, ამჯერად - მუსიკოსით. მუსიკა აღარ ესმოდა.. ესმოდა მხოლოდ მუსიკოსი. მუსიკოსმაც დაინახა იგი და შეწყვიტა დაკვრა. კარგა ხანს იდგნენ პირისპირ და უყურებდნენ ერთმანეთს.. მერე ისეირნეს. გოგონამ თავისი მეგობარი გააცნო მუსიკოსს. ასე ეგონა სეირნობას, ყოველ შემთხვევაში.
მუსიკოსი იქცა ყველაზე სასიამოვნო სევდიან მუსიკად გოგონასთვის. ფოთლები ირწეონენ შემოდგომის რბილ ბურუსიან დღეს.. არ ციოდა. მუსიკოსმა ჩუმად გაუმხილა, მიყვარს, როცა ქალი მღერისო. გოგონას გაეღიმა, რადგან იცოდა, რომ ლამაზი და მომხიბლავი ხმა ჰქონდა. მართალია, თავად არასოდეს მოუსმენია, მაგრამ.. რადგან იცოდა, იცოდა. „ჯერ არა“, უთხრა ნაზი ხმით.
გავიდა ორი დღე, ოთხი, ექვსი, ცხრა... ეს ნამდვილი, მარადიული და რაც მთავარია, ორმხრივი ძლიერი გრძნობა იყო. გოგონა ამაში დარწმუნდა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ეგონა. და რადგან ეგონა, ასე იყო, ნამდვილად.
იმ დღესაც სეირნობდნენ.. ისევ არ ციოდა. ფოთლებიც.. თუმცა ფოთლები უკვე მიწაში ჩამალულიყვნენ. ბურუსი გასქელებულიყო. უცებ გოგონამ ვერც კი შენიშნა, ისე აღმოჩნდნენ ისევ იმ ადგილას, სადაც მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, პირველად..
ხალხი მოგროვილიყო. ამ დროს ყოველთვის გროვდებოდნენ მუსიკოსის მოსასმენად. მან გოგონას ჩასჩურჩულა, ახლა უნდა იმღეროო. გოგონამაც იგრძნო, რომ სათანადო დრო იყო, მუსიკოსი თავისი წარმტაცი ხმით ესიამოვნებინა. არ ერიდებოდა უცხო ბრბოსი. ბრბო ხომ მისთვის არ არსებობდა. ის მხოლოდ მუსიკოსს ხედავდა.
მუსიკოსმა ხალხს გოგონა მომღერლად გააცნო და შემდეგ ჩასჩურჩულა: „დაიწყე..“
აიშალნენ მოგონებები. რომელი იმღეროს? ის? არა... აბა, ის?.. არა, არც ის... გაიხსენა! აი, ზუსტად ის, ექვსი დღით რომ უყვარდა! გოგონა დაუბრუნდა რეალობას, ჩაიღიმა და მოემზადა. სიჩუმე არ ხმაურობდა. უცებ, რაღაც ხავილის მაგვარმა მოიცვა იქაურობა. „რა ხმაა?!“ „ღმერთო ჩემო! გააჩუმეთ!“ „ეს არის მომღერალი?!“ გოგონა სწრაფად გაჩუმდა. გაოგნებული იყო.. რა დაემართა!.. ზოგი იცინოდა. ნუთუ ისიც?.. გოგონამ შიშით გააპარა მზერა მისკენ და.. თვალებში აირეკლა პირზე ხელაფარებული მოცინარი მუსიკოსი. გაიქცნენ ჩუმი ცრემლები გოგონას თვალებიდან და მალე გოგონამაც მათ მიბაძა. მირბოდა, მირბოდა. მერე შეჩერდა.. შეუძლია, აპატიოს. ალბათ, ისიც გამოეკიდა, დასამშვიდებლად, პატიების სათხოვნელად. ელოდა, დიდხანს ელოდა, მაგრამ არავინ გამოჩენილა.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhisNRxJZiL_XF0rCoB6BrKJg4RYJO3qbCfj0CzkFqQkzbEM3VZt9oq8-q8EH45RxvcC-FM_QjCArwqB4PimO6UN5N4mj2lTGL23e4yyRDeYDnPqVRrWIEMWGv53Td1fS39zll2bBxusW8/s400/worm+night.jpg)
ქვაფენილიან ქუჩაში ხალხს ისევ მოეყარა თავი. გოგონამ დაინახა მუსიკოსი. უცებ სახე შეეცვალა.. ის მარტო არ იყო. შავთმიანი იდგა მასთან ერთად. გოგონას არ შურდა. ცოტა გული ატკინა ეჭვიანობამ.. უცებ მუსიკოსმა სახე ყურთან მიუტანა შავთმიანს და გოგონას გაახსენდა სიტყვა „დაიწყე!“ მანაც მაშინვე დაიწყო, თითქოს მოსამართი მარიონეტი იყო, ისე.. გაისმა ნარნარი ხმა. მოიხიბლნენ.. მუსიკოსიც. გოგონამ ვეღარ მოითმინა და მაყურებლის ადგილიდან წამში არენაზე აღმოჩნდა. თვალცრემლიანი უყურებდა მუსიკოსს. მუსიკოსიც უყურებდა ცოტა ხნით თითქოს დამცინავად. შემდეგ შავთმიანს ხელი ჩაჰკიდა და მასთან ერთად წავიდა. გოგონა იდგა. ნუთუ ასე უცებ დამთავდა..
მუსიკოსი აღარ უნახავს. თუმცა, იმავე ქვაფენილიან ქუჩაში ნახა ის შავთმიანი, რომელიც მასსავით საოცრად დასევდიანებულიყო..
Happy End
უი.....
ReplyDelete