გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

 
   ბევრი ადამიანი ვერ მიტანს იმის გამო, რომ გრამატიკულ შეცდომებს ვუსწორებ ხოლმე :D ისე, ვის უყვარს, როცა შეცდომებზე მიუთითებენ. მეც არ მიყვარს, ვერ ვიტან, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ :D თავს ნამდვილად ვერ დავდებ იმაზე, რომ ყოველთვის სწორად ვმეტყველებ და ვწერ (დარწმუნებული ვარ, მეც უამრავ შეცდომას ვუშვებ), მაგრამ, ჩემი აზრით, არის ისეთი ელემენტარული რამეები, რაც არავის არ უნდა გვეშლებოდეს. ვერბალური მეტყველების დროს ეს შეცდომები ნაკლებად იგრძნობა, რადგან ან არ ისმის, ან ყურადღებას არ აქცევ. მაგრამ წერის დროს მათ ვერსად დამალავ.

   გადავიდეთ უშუალოდ შეცდომებზე:
1. არასწორია მე უთხარი და ჩვენ უთხარით. სწორია მე ვუთხარი და ჩვენ ვუთხარით (მე უთხარი, შენ უთხარი, მან უთხრა, ჩვენ უთხარით, თქვენ უთხარით, მათ უთხრეს);
2. არასწორია ვიზავ, ვსვავ, ვურტყავ, ვაბავ და ა.შ. სწორია ვიზამ, ვსვამ (სა), ვურტყამ (დარტყა), ვაბამ (დაბა). იმიტომ, რომ, მაგალითად, "ვსვამ"-ის საწყისი ფორმაა სა და არა სვა. სწორედ ამიტომაა ვსვამ და არა  - ვსვავ. ძალიან მარტივია. გაიხსენებთ ზმნის საწყის ფორმას და მიხვდებით უნდა ბოლოში, თუ - . მაგალითად ავიღოთ "ვჭამ", "ვმალავ", ვკარგავ". ეს ფორმები სწორია იმიტომ, რომ "ვჭამ"-ის საწყისი ფორმაა ჭაა, ვმალავ - დამალა,მალა; ვკარგავ - დაკარგა;
3. არასწორია სუ, სწორია სულ. -ს რას უწუნებენ, ვერ გავიგე :D
4. შეცდომაა ეხა, ეხლა, სწორია ახლა (თუმცა, ამ ბოლო დროს წინა ორს ხშირად ვიყენებ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ არასწორია (ამდენი "რომ"-ის გამოყენება არ შეიძლება :D). "ახლა" რაღაც ცუდად ხვდება ყურს. ანუ, ამ შემთხვევაში, სწორი ფორმა უფრო მაღიზიანებს, ვიდრე - არასწორი :D მაგრამ არა უშავს, გამონაკლისები ყველგან მოიძებნება);
5. შეცდომაა რო, სწორია რომ. ამ ""-საც რატომ ჩაგრავენ, ვერ ვხვდები :))
6. არასწორია რატო, სწორია რატომ. აქაც "" არის უარყოფილი. მგონი დროა, ვინმემ "მ"-ს უფლებების დაცვის ორგანიზაცია შექმნას და ბარემ "ლ"-ზეც იზრუნოს;
7. არასწორია კარგათ, სწორათ, ლამაზათ  უზომო, დიდათ, ცუდათ და ა.შ. (მაგ., "აუუუ, ძაან ცუდათ ვაარ :(("). სწორია კარგა, ცუდად, სწორა, ლამაზა, უზომო, დიდა;
8. შეცდომაა ძააააააააან, სწორია ძალიან (ვაღიარებ, რომ მე ორივეს ვიყენებ. ესეც მეორე გამონაკლისი);
9. შეცდომაა ბევრი სახლები, ბევრი ქათმები, ბევრი შეცდომები. სწორია ბევრი სახლი, ბევრი ქათამი, ბევრი შეცდომა. იმიტომ, რომ სიტყვა "ბევრი" ისედაც ბევრის აღმნიშვნელია და შემდეგ რაც მოსდევს, იმ სიტყვას აღარ უნდა მრავლობითში გადაყვანა;
10. შეცდომაა გეუბნევივეუბნევი. სწორია გეუბნები, ვეუბნები იმიტომ, რომ საწყისი ფორმა არის უბნოა და არა - უბნოა;
11. შეცდომაა ჰომ (მაგ., ჰომ გითხარი, მოვალ მეთქი), სწორია ხომ (ამ შეცდომას მგონი მარტო ერთი ადამიანი უშვებს (ჩემი ნაცნობი :D), ათასჯერ შევუსწორე, მაგრამ მაინც არ ეშველა, ვირზეა შემჯდარი);
12. არასწორია გითანაგრძნობ, სწორია თანაგიგრძნობ;
13. შეცდომაა ავღნიშნავ, სწორია აღვნიშნავ. იმიტომ, რომ საწყისი ფორმაა აღნიშვნა, დაკი ერთმანეთს არ შორდება;
14. შეცდომით იყენებენ თქო-სა და მეთქი-ს. შეცდომაა გაჩერდი თქო, წამოდი თქო. სწორია გაჩერდი-მეთქი, წამოდი-მეთქი. "თქო" გამოიყენება მაშინ, როცა ვინმეს აბარებ სხვისთვის სათქმელს. მაგ., უთხარი, მოვა თქო; დაუძახე, ჩამოდი თქო. იმედია, გასაგებად ავხსენი ყველაფერი.
   სკოლაში არ ვყოფილვარ ისეთი აუტანელი, როგორიც დღეს ვარ :D (უფრო სწორად, დღეისათვის გამოვსწორდი ცოტა). აბიტურიენტობის დროს გავფუჭდი. თავიდან წარმოდგენაც კი მეკარგებოდა იმ ადამიანზე, რომელიც ასეთ "უპატიებელ" შეცდომებს უშვებდა. მაგრამ მერე, როცა თანდათან გავაცნობიერე, რომ თუ არ იცი რამეს შეცდომით ამბობ თუ არა, ვერ შეასწორებ, გავხდი ლმობიერი :D ამაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ მე თვითონაც მეშლებოდა ბევრი რამე (და დღემდე მეშლება). თან სკოლაში არ ასწავლიან ამას და საიდან უნდა იცოდნენ. თან არც იმაზე აქვს ვინმეს ინფორმაცია, რომ მე ასეთი შეცდომები მაღიზიანებს :D აბიტურიენტიც ყველა ვერ გახდება. ან რომც გახდეს, ყველა არ ისწავლის იმას, რაც მე ვისწავლე. იმიტომ, რომ ყველა მასწავლებელს ინდივიდუალური პროგრამა აქვს. აქედან გამომდინარე, მე გპატიობთ თქვენს ყველა შეცდომას (გრამატიკულს) და გთხოვთ, შეეცადეთ, აღარ გაიმეოროთ.
   P.S. ახლა უკვე შეგიძლიათ თქვენც ჩემსავით აუტანლები გახდეთ :))) If you know what I mean ;)

Comments

  1. სათაურში გამოუტანიათ "ჰომ" :(
    https://feedc.com/post/311586







    ReplyDelete
    Replies
    1. სამწუხაროა 😄🥹🔫

      Delete
  2. გითხარი-მეთქი (დეფისი გამოგრჩათ)

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩავასწორე, მადლობა ^_^

      Delete
  3. მადლობა.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"