უილიამ ფოლკნერის "დათვი"
ითვალისწინებენ და იცავენ ბუნების კანონებს და არაფერს
არ უქმნიან საფრთხეს, მაგალითად, სემისა და აიკისნაირები.
სემი ღირსეული მონადირეა იმდენად, რამდენადაც მონადირე შეიძლება იყოს ღირსეული. მასში ჰარმონიულად ჩქეფს აფრიკულ-ინდიელური ჰიბრიდული სისხლი. სემს გენეტიკაში უდევს ბუნებასთან ურთიერთობის უნარი, მისი ენის ცოდნა. ამ ყოველივეს კი აიკს უანგაროდ გადასცემს, დაინახავს რა, რომ ბუნებამ იგი თავად აირჩია მესაიდუმლედ, როგორც გულწრფელი და სანდო, უბოროტო. აიკი ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა. ის მალე დაეუფლა სამონადირეო თეორიას და მისი პრაქტიკული განხორციელებაც წარმატებით მოახერხა. მას ესმოდა ბუნების და ეს უკანასკნელიც თავის მხრივ ნებას აძლევდა უფრო და უფრო ღრმად შეეღწია მის სიღრმეში და გაეგო ბევრად მეტი. ბიჭის სუფთა გულს არა მარტო ბუნება, არამედ ბებერი ბენი გრძნობდა, ეს უღრანი ტყის ბრძენი და მოკრძალებული რისხვა. ბენის წინაშე აიკისა და სემის ალტერ-ეგოები მუხლს იყრიდნენ-ხოლმე. ისინი რაღაც უცნაური მოწიწებით იყვნენ მისდამი განმსჭვალულნი, თუმცა ამის მიზეზი გააზრებული არ ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე მაინც. ეს დიდი, დასახიჩრებულთათიანი ბაჯბაჯა არსება ბუნების ძლიერების სიმბოლო იყო. მას მრავალჯერ დაუმტკიცებია, რომ ბუნება ბევრად აღმატებულია ცივილიზაციაზე, რომელიც ხელოვნურობისა და ავტორის გამოც არასრუოლყოფილია. მისი არსებობისთვის ბუნებაა საჭირო. მაგრამ ჯიუტი ცივილიზაცია ეგოიზმითაა დაბრმავებული და მისდაუნებურად საფლავს ითხრის ბუნებასთან ყოველი შეწინააღმდეგებით.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiSGO3weaMfUotuPBDc3t8CF8CrDbPFRziVBbVBB2n9I2C-IN66SD5jjc-jQSg9Uhe_7szS_y9Vl0jpyLU75gl5ULhUPxSnrGEIQSOqLyXAhnbLXwHemuojhfIhJXsxnjWRKO2mD1aRcUo/s320/bear.jpg)
ლომას დახმარებით ბენს მოიხელთებენ და გულში დანას გაუყრიან. კვდება ბუნების დიდებულების სიმბოლო, სიკეთეზე დაგეშილი მუცელგამოღადრული ლომა და სემი. აქ ერთი შეხედვით თითქოს ადამიანის მიერ ცივილიზაციად წოდებული ხელოვნური გარემო იმარჯვებს. მაგრამ ბუნება ბენის სახით მხოლოდ ხორციელად კვდება და სულაც არ მარცხდება (მით უმეტეს, არ ნადგურდება). ის შეცვლილი სახით არსებობას აიკში განაგრძობს. და თუ სადმე რამე თუნდაც ოდნავ ბჟუტავს, ე.ი. ის ცოცხალია და ვინ იცის, როგორ აბრიალდება ერთ მშვენიერ დღეს.
შეგიძლიათ "დათვი" თქვენც წაიკითხოთ და იქონიოთ მასზე თქვენეული ხედვა. ოღონდ ჯერ არა, ცოტა აგრილდება და მერე.
ქართულად: უილიამ ფოლკნერი - დათვი
ინგლისურად ვერ ვნახე, მაგრამ წავაწყდი ფოლკნერის სხვა მოთხრობებს: რჩეული მოთხრობები ინგლისურ ენაზე
Comments
Post a Comment