მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში
შეუძლებელია მისი პოვნა. და რადგან მისი პოვნა შეუძლებელია, ასევე აბსურდია იმ გასაღების პოვნაც, რომელიც მას აქვს გადაყლაპული. სწორედ ამიტომ, ამ ზოგიერთს სხვა გზა აღარ დარჩენია განათლების გზაზე შედგომის გარდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლებასთან ერთად ადამიანი ტექსტის შინაარსს მიღმა ხედვის უნარსაც უნდა ფლობდეს.
რადგან
ეს სამყარო
არასრულყოფილების სამეფოა
და მხოლოდ
მათემატიკაა ზუსტი
მეცნიერება და
სიზუსტიდან გამომდინარე - სრულყოფილიც, მოდერნიზმი მათემატიკასთან დაახლოვებით ცდილობს
სრულყოფილად აქციოს
ლიტერატურაც. მოდერნისტული ნაწარმოებები არაცნობიერის პროდუქტადაც შეიძლება
ჩავთვალოთ. არაცნობიერი რაციოსგან დიდად
განსხვავდება. იქ
ისეთი რამეები
ინახება, როგორების
გადმოცემაც გონებას
არ ძალუძს.
მოდერნიზმი სწორედ
არაცნობიერს აძლევს
თითქოს საასპარეზო სივრცეს, რათა თავისი თავი
გამოხატოს ისე,
როგორც სურს,
გონების მიერ
მისი გადამუშავების გარეშე. შესაძლოა, ბევრი
მსგავსი სახის
ნაწარმოებების გააზრებას
იმიტომ ვერ
ახერხებს, რომ
ლოგიკურ კავშირებს,
მიზეზ-შედეგობრიობას ეძებენ მათში,
რაც ძირითადად
ზედაპირზე ნაკლებად,
ან საერთოდ
არ ჩანს.
მოდერნისტული ტექსტი
ჰგავს ოკეანეს,
რომელში ჩაყვინთვის გარეშე შეუძლებელია გაიგო, არის თუ არა
სიცოცხლე მასში.
თუ არის,
რა სახის
თევზები თუ
წყალმცენარეები ბინადრობენ. მაგრამ თუ
ცურვა არ
იცი, ვერ
ჩაყვინთავ. გემით
ან ნავით
კიდევ ზედაპირზე
რამდენიც არ
უნდა იცურო,
მაინც ვერ
გაიგებ, ბოლოსდაბოლოს რა ხდება
შიგნით. არამოდერნისტული ლიტერატურული ნამუშევრები ტბებს ჰგავს
ულამაზესი
შემოგარენით, რომელშიც ჩიტები საამურად ჭიკჭიკებენ, ღრუბლები მშვიდად მილივლივებენ, ნაზი სიო უბერავს, ყვავილები სასიამოვნო სურნელს აფრქვევენ და ა.შ. მის ყოველ ნაწილს ნათლად შევიგრძნობთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ხოლო მოდერნისტული ნაწარმოები ბობოქარი ზღვაა. არ იცი, როდის რა გამოჩნდება, რომელ ტალღას საით მოესურვება შენი გაქანება. ის ასევე შეიძლება შევადაროთ მიწას, რომელიც უნდა თხარო მანამ, სანამ რამეს აღმოაჩენ. მერე კი უნდა დაიწყო იმის გარკვევა, თუ რას წარმოადგენს აღმოჩენილი.

მოდერნისტული ლიტერატურის მკითხველებს ანალიტიკური აზროვნების ფლობაც მოეთხოვებათ, ანუ რაღაც
დოზით მაინც
უნდა ჰქონდეთ
განვითარებული მარცხენა
ნახევარსფერო ტვინისა,
რომელიც, როგორც
წესი, თავში
არის ხოლმე
მოთავსებული. მოდერნისტული ნაწარმოები შეიძლება
ამოცანასაც შევადაროთ,
რომელიც არის
დიდი მოცულობისა და მრავალი
პირობის მქონე.
მის სწორად
ამოსახსნელად ყურადღება
არ უნდა
მოვადუნოთ, თორემ
რომელიმე პირობა
უთუოდ გამოგვრჩება და ისეთ
ადგილას გაგვიშვებს, სადაც მხოლოდ
დიდი ხნის
სიარულის შემდეგ
ხვდები, რომ
გზა აღარ
გრძელდება. ამასობაში
უამრავი დრო
გადის. დრო
კი ძვირფასია
ადამიანისათვის. ზოგისთვის
ის ფულსაც
წარმოადგენს. ასეა
თუ ისე,
მოდერნისტულ ნაწარმოებთან
შესაჭიდებელ იარაღად უნდა გამოიყენო მინიმუმ ძალიან კარგი განათლება. ეს თუ არ გექნება, მაშინ ანალიტიკური აზროვნება, რათა მიხვდე, რა არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო. ესეც თუ არ გექნება, მაშინ ელემენტარულად ამოცანების ამოხსნა მაინც უნდა გიყვარდეს თუ არა, მოგწონდეს მაინც. თუ არც ეს გაქვს, მაშინ არქეოლოგიისადმი მცირედი მიდრეკილება დაგეხმარება. მაგრამ თუ ამის ნაკლებობასაც განიცდი, მაშინ ან უნდა მიხვდე, რომ მოდერნისტული ლიტერატურის კითხვას თავი არ უნდა შეაკლა, ან ის არარსებული გველეშაპი გიძებნია მთელი ცხოვრება და ესაა.

Comments
Post a Comment