3(5) წიგნი რეალობისგან შესასვენებლად

 
  უჯიშო რომ იქნები ადამიანი, არც გამოკვეთილად საყვარელი ერთი ჟანრი არ გექნება ლიტერატურაში ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში. რას ვიზამთ. თან, ერთი რამ ყოველთვის მოსაწყენია. მრავალფეროვნება სჯობს. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ქართველებს თავი დავანებოთ და დედამიწაზე მრავალი საოცარი წარმოსახვის მქონედ შობილი ადამიანი ბინადრობს. მადლობა გამჩენს, რომ მათ უმეტესობას შეუძლია წარმოსახვათა ნაყოფები სიტყვებად გააცოცხლოს მოკლული ხეებისგან დამზადებულ ფურცლებზე ჩვენს წარმოსახვებთან შესარწყმელად.
   ჰოდა, რომ არა ენობრივი ბარიერი, ეს პოსტიც არ დაიწერებოდა, ამიტომ მადლობა ასეთი ბარიერის არსებობისთვის ^^ (ან, დაიწერებოდა, მაგრამ სხვანაირად და მადლობის გაურკვეველი მისამართით გადახდაც არ იქნებოდა საჭირო). მაშ ასე, წიგნები, რომელსაც ვთარგმნიდი, ამის უფლების მოპოვება რომ არ იყოს აუცილებელი (და პროფესიონალი მთარგმნელი რომ ვიყო) ან ვათარგმნინებდი, გამომცემლობა რომ მქონდეს, ან.. თუმცა, გადავიდეთ პირდაპირ:

11.      Ramson Riggs – Miss Peregrin’s House for Peculiar Children 
კოპწია ^^
  ამ ცისფერთვალება ყმაწვილმა სამყაროს აჩუქა შესანიშნავი ტრილოგია, რომლის პირველი ნაწილის ფილმად გადაღებაც ითავა არანაკლები წარმოსახვის უნარის მქონე რეჟისორმა ტიმ ბარტონმა. სადაცაა პრემიერაც გაიმართება ^^ გული კი მწყდება, მე რომ არ ამარჩევინა მსახიობები, მაგრამ არა უშავს. რა ექნა, არ მიცნობს და რა ექნა.

  ეს წიგნი არის ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი განსხვავებულობის გამო იძულებული გახდნენ, გარიდებოდნენ სამყაროს და დროსაც კი. წასაკითხად განკუთვნილია მათთვის, ვინც, მართალია, ზრდასრულად ითვლება, მაგრამ მოსაწყენი რეალობით არ მოწამლულა (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით).


22.    Mark Haddon – The Curious Incident of the Dog in the Night-Time 
მარკ ჰედონი
  ამ ლურჯთვალა ბიძამ დაგვიწერა წიგნი, რომელიც პირველ პირში თხრობის გამო მკითხველს დროებით აქცევს ცოტათი უემოციო, მაგრამ მეტისმეტად ჭკვიან და ლოგიკურ ქრისტოფერად, რომელსაც ოსტატურად შეუძლია ცუდის და კარგის ერთმანეთისგან გარჩევა. 

33.      Brandon Sanderson – Warbreaker
  ეს მეგობრული გამომეტყველების მქონე სრული ჯეელი გახლავთ „სემიჩკა“ წიგნის ავტორი. ოღონდ, კარგადა მოხალული, მიმწვარი კი არ არის. სულო, გულო, რა გინდა შიგ
ბრენდონ სანდერსონი
რომ არ იყოს: იუმორი, ზებუნებრივი უნარები, რომელთა ფლობაც ფრიად დაუვიწყარი გამოცდილების საწინდარია, ბრძოლები, სიკეთის და ბოროტების საინტერესო გზით დაპირისპირება. კარგი რამეა. ცოტაოდენი სიბრძნეცაა მოფრქვეული აქა-იქ, სიყვარულთან ერთად. ამაზონზე თუ წაიკითხავთ კომენტარებს, ისეთები წერია, მიკვირს რომ არ გადამაფიქრებინა წაკითხვა. საბოლოოდ, კმაყოფილი დავრჩი, რომ არ გავითვალისწინე ამაზონელთა უარყოფითი დატვირთვის მქონე რჩევები ^^
ჯმუხი Vasher


  მოკლედ რომ ვთქვა, ცუდი არ იქნებოდა, ესენი ეთარგმნათ. ვისაც ორიგინალში გნებავთ წაკითხვა, მინდა გთხოვოთ, რომ ჩემსავით უნამუსოდ ნუ მოძებნით უფასო PDF ვერსიებს. თითოეული ზემოხსენებული ავტორი იმსახურებს დაფასებას (თქვენი მხრიდან ფულით).
თუ მაინც გძლიათ უნამუსობამ, შემიძლია მოგამარაგოთ ^^

Comments

Popular posts from this blog

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"