რასაც გინდა, იმას იტყვი
გადავწყვიტე დამეწერა ფილმზე, რომლის ნახვაც მირჩია უცხოელმა მეგობარმა ფორუმიდან. ეს ფილმი გახლავთ Talk Radio, რომელიც ოლივერ სტოუნმა გადაიღო 1988 წელს. წამყვანის (შესაბამისად, მთავარ) როლს ასრულებს ერიკ ბოგოსიანი.
ცოტა არ იყოს, თავზეხელაღებული პერსონაჟი ბარი გადაცემისთვის გამოყოფილ საეთერო დროში ლაპარაკობს ყველაფერზე, რაზეც გაუხარდება, რამდენიც გაუხარდება და ამ ლაპარაკში იმხელა აგრესიას აქსოვს, იმდენად არაფრად აგდებს ცენზურას და გადადის საზღვრების საზღვრებსაც კი, რომ გადაცემის თავგადაკლულ მსმენელებშიც იწყებს პროტესტის გრძნობის გაღვივებას. არავის და არაფერს არ ერიდება. გაიძახის, სიტყვის თავისუფლების უფლება (უკეთ რომ დავწერო, აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება) მაქვსო და რასაც მინდა, იმას ვიტყვიო. პრობლემასაც სწორედ ეს უფლება ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებას უნივერსალური განმარტება
აქვს, ის თითოეული ჩვენგანისთვის მაინც სხვადასხვა რამეს ნიშნავდა და ნიშნავს.
იმ დროს შტატში ყველაზე რეიტინგული რადიო-გადაცემის აქტიური მსმენელების დიდი ნაწილი მალე ნოტაციის მკითხველთა გუნდად იქცა, რათა "გზასაცდენილი წამყვანი" გამოესწორებინა და აგრესია გაენეიტრალებინა (მიუხედავად იმისა, რომ არაცნობიერად დიდ სიამოვნებას იღებდნენ ამ ზნედაცემული შოუმენის აღვირახსნილური სურნელის მქონე
მონოლოგებისა და მწვავე პოლემიკების სმენით). მაგრამ ყოველი საეთერო ზარის შემდეგ უარესი ხდებოდა. წამყვანი მუდამ წარმატებით ახერხებდა გულშემატკივარი თანამოსაუბრეების მწვავე დიალოგში შეთრევას და გადამტერებას, რასაც მისი მხრიდან ყურმილის დაკიდება მოსდევდა. ეს კი მსმენელებს საშინლად აცოფებდა.
გადაცემის თანაავტორებს სულაც არ მოსწონდათ წამყვანის ასეთი თავგასულობა, საფრთხის სუნიც სცემდათ ოდნავ და აფრთხილებდნენ კიდეც ამის თაობაზე, მაგრამ ბარი დარწმუნებული იყო, რომ მსმენელები მას აღმერთებდნენ სწორედ ისეთად
ყოფნის გამო, როგორად ყოფნის გამოც აკრიტიკებნენ. ის თითქოს იკვებებოდა ხალხის შეურაცხყოფით, დაცინვით, მათი ჭკუიდან გადაყვანით და ფიქრობდა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უწყინარი საქმიანობა იყო სხვა მსგავს საქმიანობათა შორის. ყურსასმენების გაკეთებისა და მიკროფონთან მიახლოებისთანავე გადაიქცეოდა ღვთაებად, რომლისთვისაც ყველაფერი ნებადართულია სიტყვების სამყაროში. იმას კი ვერ აცნობიერებდა, თუ რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს სიტყვას, რომელსაც
ნებისმიერ დროს შეუძლია იქცეს საუკეთესოდ გალესილ ხანჯალზე უფრო ბასრად და უსწრაფესად გაიკვალოს გზა შიგ გულში.
გადამტერებულთა შორის ერთ-ერთისთვის მეტისმედად გაეფატრა გული ბარის სიტყვებს. ამის თობაზე ამ უკანასკნელმაც კარგად იცოდა მისი ხშირი საეთერო ზარების წყალობით, რომლებიც აღსავსე იყო საპასუხო აგრესიითა და მუქარით. ეს იყო ის ადამიანი, რომლის შეხედულებაც სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული იყო წამყვანის შეხედულებისგან და სწორედ მისგან გამოესალმა სიცოცხლეს ბარის ეს შეხედულება. ასეთი მარტივი და უმტკივნეულოა დასასრული.
რთულია ამ ფილმის ყურების შემდეგ არ გაგახსნდეთ არაჯანსაღად უკომპლექსო "შარლი ებდო" და გააფთრებული (სავარაუდოდ) ექსტრემისტები. მათთან ერთად გაგახსენდებათ ადამიანები, რომლებმაც ან ერთის მხარე დაიჭირეს, ან - მეორის ისე, თითქოს 2 უკიდურესი ფორმა - სიკეთე და ბოროტება, ან შავი და თეთრი დაუპირისპირდა ერთმანეთს. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ორივე მხარის მიზნებს, გადამეტებებსა და მიზეზებს ხედავდა მომხდარში. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ყველას თავისი ჭეშმარიტება აქვს და არ ემხრობიან ჭეშმარიტების საერთოობას. ამასთანავე, შეუძლებელია ადამიან(ებ)ის პერმანენტული ქმედებებით გამოწვეულ აგრესიას არ მოჰყვეს უარყოფითი შედეგი ადრე თუ გვიან. ჩვენს სამყაროში ენერგია არ იკარგება, ის უბრალოდ ფორმას იცვლის და თავს ითვისუფლებს.
ცოტა არ იყოს, თავზეხელაღებული პერსონაჟი ბარი გადაცემისთვის გამოყოფილ საეთერო დროში ლაპარაკობს ყველაფერზე, რაზეც გაუხარდება, რამდენიც გაუხარდება და ამ ლაპარაკში იმხელა აგრესიას აქსოვს, იმდენად არაფრად აგდებს ცენზურას და გადადის საზღვრების საზღვრებსაც კი, რომ გადაცემის თავგადაკლულ მსმენელებშიც იწყებს პროტესტის გრძნობის გაღვივებას. არავის და არაფერს არ ერიდება. გაიძახის, სიტყვის თავისუფლების უფლება (უკეთ რომ დავწერო, აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება) მაქვსო და რასაც მინდა, იმას ვიტყვიო. პრობლემასაც სწორედ ეს უფლება ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებას უნივერსალური განმარტება
![]() |
ლეგენდარული თავხედი წამყვანი ბარი |
იმ დროს შტატში ყველაზე რეიტინგული რადიო-გადაცემის აქტიური მსმენელების დიდი ნაწილი მალე ნოტაციის მკითხველთა გუნდად იქცა, რათა "გზასაცდენილი წამყვანი" გამოესწორებინა და აგრესია გაენეიტრალებინა (მიუხედავად იმისა, რომ არაცნობიერად დიდ სიამოვნებას იღებდნენ ამ ზნედაცემული შოუმენის აღვირახსნილური სურნელის მქონე
მონოლოგებისა და მწვავე პოლემიკების სმენით). მაგრამ ყოველი საეთერო ზარის შემდეგ უარესი ხდებოდა. წამყვანი მუდამ წარმატებით ახერხებდა გულშემატკივარი თანამოსაუბრეების მწვავე დიალოგში შეთრევას და გადამტერებას, რასაც მისი მხრიდან ყურმილის დაკიდება მოსდევდა. ეს კი მსმენელებს საშინლად აცოფებდა.
გადაცემის თანაავტორებს სულაც არ მოსწონდათ წამყვანის ასეთი თავგასულობა, საფრთხის სუნიც სცემდათ ოდნავ და აფრთხილებდნენ კიდეც ამის თაობაზე, მაგრამ ბარი დარწმუნებული იყო, რომ მსმენელები მას აღმერთებდნენ სწორედ ისეთად
![]() |
ყველაზე დარტყმული სტუმარი ეთერში პირველად და უკანასკნელად |
![]() |
ჭკუის სწავლების მცდელობა (მგონი, არც უსმენს) |
გადამტერებულთა შორის ერთ-ერთისთვის მეტისმედად გაეფატრა გული ბარის სიტყვებს. ამის თობაზე ამ უკანასკნელმაც კარგად იცოდა მისი ხშირი საეთერო ზარების წყალობით, რომლებიც აღსავსე იყო საპასუხო აგრესიითა და მუქარით. ეს იყო ის ადამიანი, რომლის შეხედულებაც სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული იყო წამყვანის შეხედულებისგან და სწორედ მისგან გამოესალმა სიცოცხლეს ბარის ეს შეხედულება. ასეთი მარტივი და უმტკივნეულოა დასასრული.
რთულია ამ ფილმის ყურების შემდეგ არ გაგახსნდეთ არაჯანსაღად უკომპლექსო "შარლი ებდო" და გააფთრებული (სავარაუდოდ) ექსტრემისტები. მათთან ერთად გაგახსენდებათ ადამიანები, რომლებმაც ან ერთის მხარე დაიჭირეს, ან - მეორის ისე, თითქოს 2 უკიდურესი ფორმა - სიკეთე და ბოროტება, ან შავი და თეთრი დაუპირისპირდა ერთმანეთს. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ორივე მხარის მიზნებს, გადამეტებებსა და მიზეზებს ხედავდა მომხდარში. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ყველას თავისი ჭეშმარიტება აქვს და არ ემხრობიან ჭეშმარიტების საერთოობას. ამასთანავე, შეუძლებელია ადამიან(ებ)ის პერმანენტული ქმედებებით გამოწვეულ აგრესიას არ მოჰყვეს უარყოფითი შედეგი ადრე თუ გვიან. ჩვენს სამყაროში ენერგია არ იკარგება, ის უბრალოდ ფორმას იცვლის და თავს ითვისუფლებს.
Comments
Post a Comment