ბევრის ყურადღების მიღმა დაუმსახურებლად დარჩენილნი

   ფილმებს და მულტფილმებს ხშირად დროის გაყვანის მიზნით ვუყურებთ იმის მიუხედავად, რომ გასაყვანი დრო ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა ამას მხოლოდ მისი საბოლოოდ ამოწურვის შემდეგ ვხვდებით. მანამდეც რომ ვხვდებოდეთ, ეს
გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მაინც არ იქნებოდა, რადგან დრო იმის გამოა დრო, რომ გადის. ის ყოველთვის გადიოდა და გავა. გააზრებული გვექნება თუ არა, რომ გასაყვანი დრო არ გვაქვს, ეს  სულერთია, ის მაინც ამოიწურება. ერთადერთი რაც შეგვიძლია, არის გაყვანილი დროის გამო სინანულის განცდის თავიდან აცილება და მისი კმაყოფილებით ჩანაცვლება. ჯობია ბანალურ მსჯელობას დროზე თავი დავანებო და გადავიდე პირდაპირ იმ (ანიმაციური და არამარტო) ფილმების
ჩამოთვლაზე, რომლების გამოც, რომ შემეძლოს, ბევრჯერ დავიმართებდი ამნეზიას, ბევრჯერ ვუყურებდი პირველად და ასე უაზროდ ამოვწურავდი ჩემს ამქვეყნად განკუთვნილ დროს :D

1. ყვავების დღე - Le jour des corneilles (2012)
ესაა ანიმაციური ფილმი, რომელიც არც სიუჟეტით, არც შინაარსის და არც ხარისხით არ ჩამოუვარდება მსოფლიო მასშტაბით პოპულარულ მულტფილმებს. მასში მოთხრობილია პატარა ბიჭზე, რომელიც ცივილიზაციას მოწყვეტილ მამასთან ერთად ცხოვრობს ტყეში რეალობასა და ირეალობის ჰარმონიულად შერქყმის ადგილას. დანარჩენი თავად უნდა ნახოთ. გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

2. ფერადი - Karafuru (2010)
ქართულ ვებ-გვერდებზე ნახავთ სათაურით "მრავალფეროვნება". ეს გახლავთ ანიმე (იაპონური ანიმაციური ფილმი) თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ გონს მოსულ ბიჭზე, რომელსაც ამ ცოდვის გამოსყიდვის შანსი მიეცა. ის, თუ როგორ გამოიყენებს ამ შანსს იმქვეყნიდან დაბრუნებული, თავად უნდა ნახოთ.

3. თვითმკვლელობის მაღაზია - Le magasin des suicides (2012)
ფრანგული შავი იუმორნარევი მიუზიკლის მეშვეობით მოთხრობილია თვითმკვლელობის მსურველებისთვის მეტად ხელმისაწვდომი ფასებით გამორჩეულ მაღაზიაზე, რომელშიც შესაძლებელია ნებისმიერი გზით თავის მოკვლის სხვადასხვა საშუალების შეძენა. მაღაზიას უძღვება ოჯახი, რომელშიც ახალი წევრის შემატების შემდეგ ყველაფერი ძალაუნებურად იცვლება. არ დაგრჩეთ უყურებელი.

4. მხოლოდ შეყვარებულები გადარჩნენ - only lovers left alive (2013)
ლამაზად გადაღებული მოორიგინალურო ფილმია. მეტი არაფრის ცოდნა არ არის საჭირო თავიდან.












5. თოჯინები - Doruzu (2002)
ეს იაპონური ფილმი წარმოადგენს სამი ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიის ნაკრებს. მოკლებულია ყოველგვარ ბანალურობას.




6. ვნების ფასი - The Ledge (2011) 
ნორმალური ფილმია. თან ეს ქერა ბიჭიც
ძალიან სიმპათიურია :დ










მოკლედ, ჯერ ფილმებს უყურეთ და მერე
მულტფილმებს განსატვირთად. თუ რამე ამათი მსგავსი გაქვთ ნანახი, გაგახსენდათ და მირჩევთ, სიამოვნებით ვნახავ ^_^

Comments

Popular posts from this blog

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"