ლოლიტა

   სიყვარული სხვადასხვანაირი არსებობს, მაგალითად, დედაშვილური, ალბათ მამაშვილურიც, მეგობრული, დაძმური და ა.შ. მაგრამ სიყვარული ბავშვების მიმართ, რომელსაც მათთან ხორციელი ვნებების ჩაცხრობის სურვილიც ახლავს თან, უკვე პედოფილიაა, ავადმყოფობა. იყო თუ არა ჰუმბერტ ჰუმბერტი პედოფილი? უდაოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის ნამდვილად იყო ხორციელი სიამოვნების მონა და სულაც არ თვლიდა ცოდვად იმას, რასაც სხვადასხვა ქალთან ერთად სჩადიოდა პერიოდულად.
ჯერემი აირონსი და დომინიკ სვეინი ფილმში
"ლოლიტა" (1997)
მისი ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო ანაბელი. მათ ბევრი ჰქონდათ საერთო. თუნდაც ის, რომ ანაბელს უნდოდა ექიმი გამხდარიყო, ჰუმბერტ ჰუმბერტს კი ჯაშუშობა სურდა, ანუ ორივეს ჰქონდა სამომავლო გეგმა. მაგრამ დაუნდობელმა ცხოვრებამ ჰუმბერტ ჰუმბერტს სატრფო წაართვა და სევდისამარა დატოვა. რაც შეეხება მასში ლოლიტას დაბადებას, ეს მოხდა ელვის უსწრაფესად. უბრალოდ,
დოლორესი აღმოჩნდა ზუსტად იმ ადგილას ზუსტად იმ მომენტში, სადაც და როცა ჰუმბერტ ჰუმბერტი ყველაზე მეტად იყო მზად, მისთვის ძვირფასი აწგამქრალი ანაბელი ვინმეში გაეცოცხლებინა და უგონოდ შეეყვარებინა. ეს იყო წამალი მარტოობით გამოწვეული ტკივილის საწინააღმდეგოდ. იმ დროს იქ გადაღრძუებული ბებერიც რომ მდგარიყო, ჰუმბერტ ჰუმბერტისთვის სწორედ ის იქცეოდა ცხოვრების სინათლედ, ცოდვად და სულად, რომელიც ლოლიტა მხოლოდ მის მკლავებში იქნებოდა (ამ შემთხვევაში ის მეორე უკიდურესობაში გადავარდებოდა და პრენეკროფილად მოგვევლინებოდა).
   ჰუმბერტ ჰუმბერტი ილუზიებში ცხოვრობს. ის რეალობაში წარმოსახვების ხარჯზე ახერხებს არსებობას. რეალურ ადამიანებს ნიმუშებად იყენებს და თავის გონებაში მათგან მისთვის მისაღებ იდეალურ არსებებად გარდაქმნის. სწორედ მისი გონების მიერ წარმოებული წარმოსახვებით საზრდოობს ჰუმბერტ ჰუმბერტი, რადგან მათში ახერხებს ნებისმიერი სახის ოცნებისათვის ფრთაშესხმას ისე, რომ ვერავინ გაუგოს, ვერავინ გაკიცხოს. ის იქ თავისუფალია.
   კარგი, შესაძლოა ჰუმბერტ ჰუმბერტი პირწავარდნილი პედოფილია, მაგრამ არც მისი საყვარელი ლოლიტა რომ არ არის უფრთო ანგელოზი? ის აგიჟებს საცოდავ ჯეელს,
მაგრამ ახლოს არ უშვებს. ანაბელი საკუთარი ნებით ეხმარებოდა ჰუმბერტ ჰუმბერტს ნებისმიერი სახის ფანტაზიის ხორცშესხმაში. დოლორესი შეიძლება ზედაპირულად პედოფილის მსხვერპლად ჩაითვალოს, მაგრამ მაინც საკითხავია, რომელი უფრო არის მათ შორის მსხვერპლი.
   ჰუმბერტ ჰუმბერტისთვის ლოლიტა სამყაროს ცენტრია. ცხოვრების სასტიკი დაცინვა ჩანს იმაში, რომ ამ ავადმყოფური გრძნობის ობიექტი არის გაუზრდელი, დეგენერატი, თავხედი და უჭკუო არსება, რომელსაც ამ დონის სიყვარულის შეგრძნება კი არა, წარმოდგენაც არ შეუძლია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ლოლიტა შეიძლება ნებისმიერი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი გამხდარიყო. რამდენად უნდა სძულდე ცხოვრებას, რომ სასიამოვნო გრძნობას - სიყვარულს გაზიაროს და თან ასე უმოწყალოდ აგიგდოს აბუჩად. ეს ალბათ ერთგვარი სასჯელია, მაგრამ სამწუხაროდ ამით ჰუმბერტ ჰუმბერტი ჭკუას ვერ სწავლობს და ცოდვას ცოდვაზე უმატებს.

(ვისაც წიგნი გაქვთ წაკითხული, ან (რომელიმე) ფილმი - ნანახი, დამეთანხმებით, რომ მათთან შედარებით პოსტი საკმაოდ "კონსერვატიული" გამოვიდა :დდ)

Comments

Popular posts from this blog

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"