1900-იანი წლები პარიზში ("მოძრავი დღესასწაულის" მიხედვით)
რთულია, როცა იბადები შემოქმედად, მაგრამ წინასწარვე განწირული ხარ იმისთავის, რომ როგორც ხელოვანს, საკუთარ სამშობლოში არ დაგაფასებენ, ან უფრო უარესი - უყურადღებოდ დაგტოვებენ. ასეთი ბედი ხვდათ წილად ისეთ ნიჭიერ ამერიკელებს, როგორებიც იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, ეზრა პაუნდი, ფ. სკოტ ფიტსჯერალდი და სხვ. საბედნიეროდ, მათი ნიჭი არ ყოფილა ისეთი სუსტი, რომ მის მფლობელებს ჩაეხშოთ,
ჩაეკლათ იგი საკუთარ თავებში.
პირიქით, ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, ისე გამეტებით ცდილობდა მატერიალურ სამყაროში ოფიციალურად შემოღწევას, რომ თუთოეულ მათგანს მშობლიური მიწა დაატოვებინა და გაუძღვა იმ დროისათვის ხელოვანთა ავტონომიურ რესპუბლიკად, ან გნებავთ, პაწაწინა სამყაროდ ქცეულ პარიზში. დაადგეს თუ არა დედინაცვალ სამშობლოს მიწაზე ფეხი, ისინი მაშინვე იქცნენ ექსპატრიატებად. დედინაცვალი ბოროტი სულაც არ გამოდგა. პირიქით, მას არაფერი დაუშურებია იმისათვის, რომ შვილობილებისთვის შეექმნა შეძლებისდაგვარად ყველანაირი საჭირო პირობა, რათა შვილობილებს, თავიანთ მხრივ, დედა-სამშობლოს შთამომავლობისათვის (და არა მარტო) შეეთხზათ შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოებები. რომელი ჭკუათმყოფელი დედინაცვალი გაუკეთებს თავის გერებს იმას, რაც პარიზმა გაუკეთა თავის შვილობილებს? არცერთი! ამ ქალაქში მათ დახვდათ ის,
![]() |
წიგნების მაღაზია "შექსპირი და კომპანია" |
![]() |
ერნესტ ჰემინგუეი |
"მოძრავი დღესასწაული" ნამდვილად არ განიცდის იუმორის ნაკლებობას. დაწერილია ყველასათვის ადვილად გასაგებ ენაზე. როცა მას კითხულობ, გგონია, ისეთ ენაჭარტალა ნაცნობთან გაქვს საუბარი, რომ შენ მხოლოდ მსმენელის როლის შესრულებას ახერხებ. თუმცა, ის იმდენად საინტერესოდ, მხატვრულად და ირონიულად გიყვება ჭორიკანასათვის თავისი მეგობრების შესახებ, რომ შენ თანახმა ხარ, ბოლომდე შეასრულო დიდ აუდიტორიაში მჯდომი ეული მსმენელის როლი და ერთი სიტყვაც არ თქვა იმის შიშით, რომ ის გაჩუმდება და განაწყენებული აღარ
განაგრძობს, ცოტა არ იყოს, ვულგარული ამბების მოყოლას. ჰოდა, შენც არ აწყვეტინებ. არც ის იღლება და განაგრძობს მონოლოგად ქცეულ საუბარს საოცრად ამბიციურ
![]() |
სილვია ბიჩი და ჯეიმს ჯოისი |
![]() |
გერტრუდ სტაინი (პიკასოსეული) |
ჰემინგუეი აღფრთოვანებით იხსენებს სილვია ბიჩთან შეხვედრას და ირწმუნება, რომ მასზე კარგად არცერთი ქალი არ მოპყრობია ოდესმე. აღფრთოვანება კი იმან გამოიწვია, რომ ამ უფულო და ცოტათი თავხედი ადამიანის მიმართ სილვიამ უსაფუძვლო ნდობა გამოიჩინა და ძვირფასი წიგნები განუსაზღვრელი ვადით ანდო. ამით არ დაკმაყოფილდა და ერნესტი მეუღლესთან ერთად სადილადაც მიიპატიჟა.
ამ რეალურ ისტორიაში შეუძლებელია ყურადღების მიღმა დავტოვოთ ერთ-ერთი ბუკინისტი, რომელიც ფლობდა "იშვიათ უნარს" წიგნისთის შეეტყო, კარგი უნდა ყოფილიყო თუ - ცუდი. და ამას მხოლოდ და მხოლოდ ყდისა და ილუსტრაციების
მოხერხებულობას.
საკმაო დროის განმავლობაში ჰემინგუეის თან სდევდა მისი განუყრელი მეგობარი შიმშილი, რომელიც უკვალოდ მხოლოდ მაშინ ქრებოდა, როცა ფული გამოჩნდებოდა. ის თითქოს ფულს ენდობოდა და რადგან მეგობარს საიმედო ხელში დაიგულებდა, ცოტა ხნით გაეცლებოდა ხოლმე. ხოლო, როცა ჰემინგუეის "საიმედო ხელი" შემოაკლდებოდა, შიმშილი ამას მაშინვე იგრძნობდა და დაუყოვნებლივ გამოეშურებოდა მისკენ, რათა უსასრულოდ ეტკეპნათ ერთად პარიზის ქუჩები. ჰემინგუეიც, თავის მხრივ, კმაყოფილი იყო მეგობრით, რადგან თვლიდა, რომ შიმშილი აღქმის უნარს უმახვილებდა.
ჰემინგუეი ფორდ მედოქს ფორდს იხსენებს, როგორც მისთვის დიდად არასასიამოვნო
![]() |
თქვენგან მარცხნიდან: ფორდ მედოქს ფორდი, ჯეიმს ჯოისი, ეზრა პაუნდი |
ეზრა პაუნდს წიგნის ავტორი კარგ და კეთილ მეგობრად იგონებს და ამბობს, რომ ის მუდამ ვინმეს ეხმარებოდა ხოლმე. იყო საოცრად გულკეთილი, გულისხმიერი, უანგარო და გულწრფელი. ალბათ, სწორედ ამ თვისებების გამო მიაჩნდა ჰემინგუეის იგი წმინდანად.
გერტრუდ სტაინმა ექსპატრიატებს უწოდა "დაკარგული თაობა". ის, თუ რა იგულისხმა მან, ალბათ, ზუსტად არავინ არ იცის, მაგრამ ერთი რამ ყველასათვის ცხადია: რომ არა სწორედ ეს "დაკარგული თაობა", მსოფლიოს შესაძლოა არ ჰქონოდა "ულისე", "მოხუცი და ზღვა", "Tales about Jazz" და კიდევ სხვა უამრავი ნაწარმოები. ან, უფრო მარტივად რომ ვთქვა, ამ პოსტს სულ სხვა თემაზე დავწერდი.
Comments
Post a Comment