რეცეპტი: როგორ მოვაბეზროთ ადამიანს თავი (მისი სამუდამოდ მოშორების ეფექტით)
გარს უამრავი ადამიანი გვაკრავს, რომელთაგან ზოგი დედაჩვენია, ზოგი - მამაჩვენი, ზოგი - მეგობარი, ზოგი - ნაცნობი, ზოგი - შეყვარებული, ზოგიც - ჩვენს ცხოვრებაში მეგობრის ან მეგობარზე მეტის ადგილის დაკავების მსურველი. თავად ჩვენ კი ვერ ვართ ისეთი უნივერსალურები და ყოვლისშემძლეები, რომ ჩვენს გარშემომყოფებს ისეთი შვილობა, მეგობრობა, ნაცნობობა თუ შეყვარებულობა გავუწიოთ, როგორიც და რა დოზითაც თითოეულ მათგანს სურს. და ეს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანი (ჩვენი სამიზნე პირობითადაც "სამიზნედ" მოვიხსენიოთ):
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh5RJ5vJwtlQVgelSvpNd_sgKbdhefLM4cpb6aAjrISTmGi89hvE9poYu4vg3CbhT3duv3K2tJDfHVemwdPzOL9XcnoHXw4qkdMsMH0VQg1vF4DXYZe70lcxpQz2FyB8xADpL1tSJhN2_w/s1600/large+(2).jpg)

1) სამიზნეს ცუდი აურა აქვს (ყოველ შემთხვევაში, თქვენ ასე ფიქრობთ);
2) ის ენერგოვამპირია და გფიტავთ (ყოველ შემთხვევაში, თქვენ ასე გეჩვენებათ);
3) სამიზნე აქეთ გაბეზრებთ თავს (თუმცა, იმ მიზნით არა, რომ თავი მოგაბეზროთ);
4) სამიზნისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები გაქვთ და გეზარებათ ურთიერთშეთანხმების მიღწევა;
5) სამიზნესთან ურთიერთობა მოგწონთ, მაგრამ არ გინდათ მისი გაღრმავება (რასაც თავისი სხვადასხვა მიზეზი აქვს) და ა.შ.
ამ მიზეზებიდან რომელიმე მათგანის გამო არ გვსურს ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობა. მაგრამ არც ის გვინდა, რომ ვაწყენინოთ ან ამის შესახებ პირდაპირ ვუთხრათ. ეს საჭიროც არ არის, რადგან, რაც არ უნდა იყოს მიზეზი, თქვენ შეგიძლიათ ისე დაასრულოთ სამიზნესთან ურთიერთობა, რომ მთელი ცხოვრება 100%-ით იყოს დარწმუნებული, მე ვიყავი ინიციატორიო, მე გადავწყვიტე მასთან ურთიერთობის შეწყვეტაო (თუ, რა თქმა უნდა, ოდესმე ამის შესახებ არ ეტყვით. შეიძლება არც
დაგიჯეროთ, მაგრამ მის 100%-იან დარწმუნებულობას აუცილებლად ჩამოაკლდება
რაღაც ნაწილი). თქვენ მოგებული დარჩებით და ის - გასულელებული (მაგრამ ეს მარტო თქვენ გეცოდინებათ).
გადავიდეთ უშუალოდ იმ ხერხებზე, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ ნებისმიერი
ადამიანისთვის თავის მობეზრებას. პირველ რიგში, დათქვით შეხვედრა და შემდეგ თამამად შეუდექით შემდეგი ხერხების გამოყენებას:
1. სამიზნეს ესაუბრეთ საკუთარ თავზე რაც შეიძლება ბევრს და დიდხანს. თუ შეეცდება, რომ თემა შეცვალოს, ეს იმის პირდაპირი მაჩვენებელია, რომ მობეზრდა თქვენი მოსმენა. მაგრამ თავისი არ გაატანინოთ. მისი შემოთავაზებული თემაც საკუთარ თავს მოარგეთ და გააგრძელეთ შეტევა;
2. სამიზნემ რა მოსაზრებაც არ უნდა გამოთქვას საუბრის დროს, სისულელედ შერაცხეთ და საპირისპიროს მტკიცება დაიწყეთ. ასე რამდენიმეჯერ გაიმეორეთ და თუ პროტესტი გამოთქვა ამდენი შეწინააღმდეგების გამო, ე.ი. ხერხი წარმატებით მუშაობს: ის
ღიზიანდება და მის თქვენ მიმართ არსებულ სიმპათიებს თანდათან ბზარი უჩნდება ^_^
3. შეარჩიეთ სამიზნის რომელიმე ჩვევა, მახასიათებელი და გააკრიტიკეთ. მაგ., "რანაირად დადიხარ", "ეგეთ ვარცხნილობას როგორ ატარებ", "მაგ მომღერალს როგორ უსმენ, ფუუ.." და ა.შ. ოღონდ მარტო ორ-სამსიტყვიანი წინადადებებით კი არ
შემოიფარგლოთ, არგუმენტებიც მოიშველიეთ, თუ რატომ, მაგ., არ უნდა დადიოდეს ის ისე, როგორც დადის (თორემ ისე გაკრიტიკება ვერ გამოვა). ადამიანები ვერ იტანენ კრიტიკას, მითუმეტეს ისეთისგან, რომელთანაც ახალი დაწყებული აქვთ ურთიერთობა. შესაბამისად, ეს ხერხიც ძალიან ეფექტიანია;
4. სამიზნესთან საუბრის დროს არ დაგავიწყდეთ საღეჭი რეზინი, რომელიც შეგიძლიათ ბოლო ხმაზე აღლაჭუნოთ :)))
5. როცა სამიზნე რამე თემაზე დაგიწყებთ ლაპარაკს, ცოტა ხანს მოუსმინეთ და მერე უცებ ისეთი რამ ჰკითხეთ, რაც თემას საერთოდ არ ეხება და აფიქრებინეთ, რომ მისი საუბრის უინტერესობით კინაღამ ჩაგეძინათ. მერწმუნეთ, ეს ქმედება სამუდამო გაქრობის გზაზე დააყენებს მის თქვენდამი სიმპათიებს ^_^
6. შეგიძლიათ საუბრის დროს უადგილო და სულელურ ანეკდოტებს მოჰყვეთ და გულიანი სიცილიც მიაყოლოთ. ამ გზით სამიზნეს თქვენს იუმორზე არც თუ ისე სახარბიელო წარმოდგენა შეექმნება და თქვენს წისქვილს კიდევ ერთხელ გადაესხმება ცივი წყალი :))))))))))))))))))))))
7. სამიზნეს აფიქრებინეთ, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვთ, რომ ფიქრობთ, რომ თქვენი სიტყვა კანონია, რომ გგონიათ, რომ ძალიან განათლებული ხართ, რომ, რომ, რომ... მოკლედ, აფიქრებინეთ, რომ ხართ უცოდინარი, მაგრამ ამის შესახებ არაფერი არ იცით ^_^ (ანაქსიმენე-დანინგ-კრუგერის ეფექტი). მე თუ მკითხავთ, ეს მეთოდი ყველაზე მეტად აღიზიანებს სამიზნეს, კრიტიკაზე მეტადაც კი და სულ ეკარგება თქვენზე დადებითი წარმოდგენა.
ასე რომ, თამამად დათანხმდით სამიზნეს შეხვედრაზე და ზემოთ ნახსენები ყველა ხერხის ერთად გამოყენებით ძალიან მოკლე დროში მიიღეთ სასურველი და ხარისხიანი შედეგი :)
2) ის ენერგოვამპირია და გფიტავთ (ყოველ შემთხვევაში, თქვენ ასე გეჩვენებათ);
3) სამიზნე აქეთ გაბეზრებთ თავს (თუმცა, იმ მიზნით არა, რომ თავი მოგაბეზროთ);
4) სამიზნისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები გაქვთ და გეზარებათ ურთიერთშეთანხმების მიღწევა;
5) სამიზნესთან ურთიერთობა მოგწონთ, მაგრამ არ გინდათ მისი გაღრმავება (რასაც თავისი სხვადასხვა მიზეზი აქვს) და ა.შ.
ამ მიზეზებიდან რომელიმე მათგანის გამო არ გვსურს ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობა. მაგრამ არც ის გვინდა, რომ ვაწყენინოთ ან ამის შესახებ პირდაპირ ვუთხრათ. ეს საჭიროც არ არის, რადგან, რაც არ უნდა იყოს მიზეზი, თქვენ შეგიძლიათ ისე დაასრულოთ სამიზნესთან ურთიერთობა, რომ მთელი ცხოვრება 100%-ით იყოს დარწმუნებული, მე ვიყავი ინიციატორიო, მე გადავწყვიტე მასთან ურთიერთობის შეწყვეტაო (თუ, რა თქმა უნდა, ოდესმე ამის შესახებ არ ეტყვით. შეიძლება არც
ადამიანისთვის თავის მობეზრებას. პირველ რიგში, დათქვით შეხვედრა და შემდეგ თამამად შეუდექით შემდეგი ხერხების გამოყენებას:
1. სამიზნეს ესაუბრეთ საკუთარ თავზე რაც შეიძლება ბევრს და დიდხანს. თუ შეეცდება, რომ თემა შეცვალოს, ეს იმის პირდაპირი მაჩვენებელია, რომ მობეზრდა თქვენი მოსმენა. მაგრამ თავისი არ გაატანინოთ. მისი შემოთავაზებული თემაც საკუთარ თავს მოარგეთ და გააგრძელეთ შეტევა;
2. სამიზნემ რა მოსაზრებაც არ უნდა გამოთქვას საუბრის დროს, სისულელედ შერაცხეთ და საპირისპიროს მტკიცება დაიწყეთ. ასე რამდენიმეჯერ გაიმეორეთ და თუ პროტესტი გამოთქვა ამდენი შეწინააღმდეგების გამო, ე.ი. ხერხი წარმატებით მუშაობს: ის
3. შეარჩიეთ სამიზნის რომელიმე ჩვევა, მახასიათებელი და გააკრიტიკეთ. მაგ., "რანაირად დადიხარ", "ეგეთ ვარცხნილობას როგორ ატარებ", "მაგ მომღერალს როგორ უსმენ, ფუუ.." და ა.შ. ოღონდ მარტო ორ-სამსიტყვიანი წინადადებებით კი არ
შემოიფარგლოთ, არგუმენტებიც მოიშველიეთ, თუ რატომ, მაგ., არ უნდა დადიოდეს ის ისე, როგორც დადის (თორემ ისე გაკრიტიკება ვერ გამოვა). ადამიანები ვერ იტანენ კრიტიკას, მითუმეტეს ისეთისგან, რომელთანაც ახალი დაწყებული აქვთ ურთიერთობა. შესაბამისად, ეს ხერხიც ძალიან ეფექტიანია;
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiGckiaQyiRHUNJInI6CeH-guqQaAYLRnlt1ahlJerR7AzhYmwCcDON2-SE2rt41UmEkAyhsQM92Mvw8sSAtb9IqSI7vwEtFUkCNPfV-XnuTSp0zy6tZ-Uo4rJeBbN2HPMpm18HNbbqtBY/s1600/thumb+(3).jpg)
5. როცა სამიზნე რამე თემაზე დაგიწყებთ ლაპარაკს, ცოტა ხანს მოუსმინეთ და მერე უცებ ისეთი რამ ჰკითხეთ, რაც თემას საერთოდ არ ეხება და აფიქრებინეთ, რომ მისი საუბრის უინტერესობით კინაღამ ჩაგეძინათ. მერწმუნეთ, ეს ქმედება სამუდამო გაქრობის გზაზე დააყენებს მის თქვენდამი სიმპათიებს ^_^
6. შეგიძლიათ საუბრის დროს უადგილო და სულელურ ანეკდოტებს მოჰყვეთ და გულიანი სიცილიც მიაყოლოთ. ამ გზით სამიზნეს თქვენს იუმორზე არც თუ ისე სახარბიელო წარმოდგენა შეექმნება და თქვენს წისქვილს კიდევ ერთხელ გადაესხმება ცივი წყალი :))))))))))))))))))))))
7. სამიზნეს აფიქრებინეთ, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვთ, რომ ფიქრობთ, რომ თქვენი სიტყვა კანონია, რომ გგონიათ, რომ ძალიან განათლებული ხართ, რომ, რომ, რომ... მოკლედ, აფიქრებინეთ, რომ ხართ უცოდინარი, მაგრამ ამის შესახებ არაფერი არ იცით ^_^ (ანაქსიმენე-დანინგ-კრუგერის ეფექტი). მე თუ მკითხავთ, ეს მეთოდი ყველაზე მეტად აღიზიანებს სამიზნეს, კრიტიკაზე მეტადაც კი და სულ ეკარგება თქვენზე დადებითი წარმოდგენა.
ასე რომ, თამამად დათანხმდით სამიზნეს შეხვედრაზე და ზემოთ ნახსენები ყველა ხერხის ერთად გამოყენებით ძალიან მოკლე დროში მიიღეთ სასურველი და ხარისხიანი შედეგი :)
Comments
Post a Comment