2014 წლის ზაფხულის სიმღერების ჩემი სახელობის დაჯილდოება

     მოგესალმებით ჩემი ბლოგის მკითხველებო (სხვათა შორის, პირველად გესალმებით ბლოგის მთელი არსებობის განმავლობაში).
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო თქვენი უთვალავობა. თქვენი რაოდენობა ხანდახან 3-ს აღწევს ხოლმე, ზოგჯერ კი - 5-საც. მეორე რიგში, მინდა გითხრათ ის, რაც ჩემი თქმის გარეშეც იცით: ზაფხული დამთავრდა. უფრო სწორად, შემოდგომა დაიწყო. მესამე რიგში კი მინდა გითხრათ, რომ სულ ქვემოთ გელით ჩემი სახელობის დაჯილდოების პირდაპირი სიტყვიერი ეთერი ^_^. სხვანაირადაც შეიძლებოდა ამ პოსტის წერის დაწყება, but it's okay, იქნებ შემდეგი აბზაცები გამოვიდეს შესაბამისი.
   ერთი თვის ინტერნეტის გარეშე წიგნებთან ერთად გატარება საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარის" შემდეგ გადავწყვიტე, არასოდეს გავეკარო happy end-იან სასიყვარულო რომანებს (არც აქამდე ვეკარებოდი, უბრალოდ
სამომავლო შემთხვევითობაც გამოვრიცხე).
ასეთი რომანები თურმე ისეთ წარმოდგენებს გიქმნის სათუთ თემებზე, რომ შესაძლოა ბოლოს მადამ ბოვარივით დაასრულო. სხვა არაფრის თქმის სურვილი არ მიჩნდება ამ წიგნთან დაკავშირებით. უაზრო გრძნობებს აყოლილი წინდაუხედავი შტერი ქალი რომ იქნები, უარესიც უნდა მოგივიდეს. (P.S. არ გეგონოთ, რომ "მადამ ბოვარი" სასიყვარულო რომანია).
    ბეგბედერის "99 ფრანკი" ქართველი ტიპის დაწერილივითაა. კითხულობ და გგონია, რომ ქართველი ბიჭების კოლექტიური ცნობიერებაჩამონტაჟებული გაფრანგებული ოსკარი გიზის წინ და თავისი აღვირახსნილი ქმედებებით გიშლს ნერვებს. სხვების მომხმარებლურ ბუნებას კიცხავდა და ამ დროს თვითონ იყო გაქანებული მომხმარებელი არა მარტო ნივთების, არამედ - ადამიანების (კერძოდ, მდედრების) (ფიზიკურადაც და გონებრივადაც). მისი ზომიერებას მეტისმეტად გადასული ჰედონიზმი საშინლად გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის,
მაგრამ ეს არ იყო მთავარი და საერთოდ ყურადღებამისაქცევი რამ ამ წიგნში, ამიტომ მაინც ბოლომდე წავიკითხე.
   ფრანგების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაზე გადასვლა უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებასავით იყო. მიყვარს მისი გულკეთილი ლამბალო და წერის სტილი. ერთგან მის მიერ შემჩნეულ ჭეშმარიტებას წავაწყდი "ახალგაზრდას ჰგონია, ვითომ იმას მიჰყავს ცხოვრება. ბებერი კი რწმუნდება, რომ ცხოვრება მიათრევს ადამიანს, როგორც დამხრჩვალ კატას" და კიდევ ერთხელ გამახსენდა, რომ მე თავიდანვე ბებერი ვიყავი.
   მარტო სულ წიგნები და წიგნები არ შეიძლება (მუსიკაც არ უნდა დაივიწყო). ამ ზაფხულს მუსიკალური ჯგუფების დეგუსტაცია მოვიწყვე და გამოვავლინე სამი სიმღერა და ჯგუფი. არ დაგავიწყდეთ, რომ სიმღერები და ჯგუფები შერჩეულია მხოლოდ იმ სიმღერებიდან და ჯგუფებიდან, რომლებიც სადეგუსტაციოდ მქონდნენ შერჩეულნი (ტავტოლოგიის ზეიმი ^_^). მაშ ასეეე, ლეიდიზ ეენდ ჯენთლმეენ!

2014 წლის ზაფხულის ყველაზე

1) ცანცარა ჯგუფი და მხიარული სიმღერა: Sugar Ray - Every Morning
2) "ვერ გაურკვევიათ, რა მუს. მიმდინარეობა აქვთ" ჯგუფი და "კარგია, თუმცა უკვე ტვინი წაიღო" სიმღერა: Weezer - Island in the Sun
2) "ვაა, ესენი არ ხუმრობენ" ჯგუფი და მოსევდიანო სიმღერა: Jet - Shine On

დაააა, ჩემი სახელობის დაჯილდოებაში უმთავრეს ნომინაციაში "2014 წლის ზაფხულის ყველაზე ისეთი სიმღერა, რომლის მოსმენინებაც სხვებისთვის მენანება და მინდა უნამუსოდ მარტო მე ვუსმენდე, იმიტომ, რომ თვითონაც არ ვიცი, რატომ" გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, "ვაა, ესენი არ ხუმრობენ" ჯგუფის შესრულებით სიმღერამ "Timothy". ლინკს არ ვდებ, იმიტომ, რომ მარტო ჩემი სიმღერაა! და არ მოუსმინოთ!!!!!!
რა სახალისო ყოფილა დაჯილდოებების მოწყობა, ხშირად მოვაწყობ ხოლმე :)))))))) (ტავტოლოგიის სუნი დადგა რაღაც...)
 აქ საერთოდ რა შუაშია და მთელი ზაფხული ისე გავიდა, ერთ კოღოსაც არ უკბენია ჩემთვის. თავიდან ვიფიქრე, გაწყდნენ მეთქი, მაგრამ გარშემომყოფების გაუთავებელმა წუწუნმა ამ ეჭვს ბოლო მალე მოუღო. ამასობაში მეც შევნიშნე ჰაერში მოფარფატე კოღოები როგორც თვალით, ასევე - ყურით. ასე რატომ მუკადრისობდნენ, ვერ გავიგე, რა ჰქონდა ჩემს სისხლს მაგათი დასაწუნი. სისხლის ანალიზი რომ ავიღე და პასუხი გავიგე, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა კოღოების თავხედური გულგრილობა. ყველაფერი ჰარმონიულ წესრიგში აღმომაჩნდა და ჩემს სისხლზე გემრიელს ვის უპოვნიდნენ :| სხვანაირადაც შეიძლებოდა ამ პოსტის დამთავრება, but that's okay, არც დასაწყისი უვარგა, ანუ მთლიანობაში წავა რა: ცუდი+ცუდი=კარგი (სოფისტური ლოგიკა <3).

Comments

Popular posts from this blog

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"