That moment, when..
1. ყველაფერს ნაცრისფერიც კი აღარ გადაჰკრავს;
2. გგონია, რომ დიდი ხნის მკვდარი ხარ და ყველაფერი შენ გარშემო ამ ფაქტთან შესაგუებლად ხდება;
3. ვერ ბაძავ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ გაერთონ ამ მწუხარებით სავსე სამყაროში;
4. ერთი გაღიმების გამოც კი თავს დამნაშავედ გრძნობ;
5. ფიქრობ, რომ სხვაგან რომ ყოფილიყავი, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა;
6. უკვე გაცნობიერებული გაქვს, რომ სიკეთეს და ბოროტებას, სიყვარულს და სიძულვილს, აღვირახსნილობას და უმანკოებას შორის საზღვრები მხოლოდ ბავშვურ წარმოდგენაში არსებობს. სინამდვილეში კი ეს ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო ნაწილები ერთ მთლიანობას წარმოადგენენ;
7. ყოველდღე იღვიძებ იმ იმედით, რომ ისევ იგრძნობ თავს ლაღად, ბედნიერად რამდენიმე წამით მაინც და მიუხედავად იმისა, რომ ამის შეუძლებლობაში თანდათან უფრო რწმუნდები, იმედი (რომელიც უიმედობაა) არ გაძლევს თავისი თავის უგულვებელყოფის საშუალებას;
8. იცი, რომ ადრე თუ გვიან ადამიანებს დაკარგავ, ეს გარდაუვალია, მაგრამ მაინც გეშინია. ალბათ უფრო იმის, რომ შესაბამის დროზე ადრე დაკარგავ მათ;
9. სხვა გზა აღარ გაქვს იმის ფიქრის გარდა, რომ სხვა გზა აღარ გაქვს;
10. ვერ ხედავ ვერანაირ საზრისს იმ ცხოვრებისეული ციკლის მორგებაში (რომელიც დაოჯახებაშვილებისყოლაგაზრდამეუღლესთანპერიოდულიჩხუბიცოლქმრულიმოვალეობისშესრულებაბავშვებზედარდიბლაბლაბლას გულისხმობს) პრიმიტიული და საოცრად უაზრო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა;
11. გულზე თუ მხრებზე თუ ზურგზე თუ ტვინზე რაღაც ძალიან მძიმე გაწევს. ხანდახან ძირს გაფერთხებს, მშველელი არავინ გყავს. არც ის იცი, საიდან გაჩნდა და როდემდე იქნება შენთან;
12. ტვინი მიაქვს შენს მეზობელს ტლიკინით და ცოდვების მორევში გითრევს გონებაში მისი 10.000-ჯერ მოკვლის წარმოდგენით;
13. ვერაფერს ვერ გრძნობ და ეს ძალიან მტკივნეულია.
არ გაიზარდოთ, არ ღირს.

Comments
Post a Comment