"ყმუილი"
![]() |
გინზბერგი თავისი პოემების საჯაროდ კითხვისას. ვაშინგტონი, 1966 წელი |
გამოფხიზლდნენ, ნახონ თუ რა ხდება მათ გარშემო, როგორ იხრწნება საზოგადოება თვალსა და ხელს შუა და პოეტთან ერთად რამე მოიმოქმედონ მის საწინააღმდეგოდ მანამ, სანამ ამ ყოველივეს წარღვნა არ გამოუწვევია. არც ალენ გინზბერგი ყოფილა ალბათ უფრთო ანგელოზი, მაგრამ რადგან სწორედ იგია ამ პოემის ავტორი, ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ სრულებითაც არ მოსწონდა ცხოვრების ასეთი უსულგულო და ინსტინქტებამდე დაყვანილი წესი. მეტიც, მან უზნეობა, ავხორცობა, სიბინძურე სახალხოდ გამოფინა, ჯერ გაწკეპლა, შემდეგ გაშოლტა და ახლა მას საზოგადოების ერთსულოვანი თახმობა სჭირდება, რომ ჩამოახრჩოს თითოეული მათგანი და სამუდამოდ მოაშოროს ამ ქვეყანას. მაგრამ ვისი იმედი უნდა ჰქონდეს? იმის, "ვინც ვენები გადაიჭრა ზედიზედ სამჯერ წარუმატებლად, დაანება მერე თავი და ანტიკვარული სალონი გახსნა, სადაც საკუთარ სიბერეზე ფიქრობდა და თან ცრემლებს ღვრიდა", თუ "ვინც ინდიელთა წარმოსახვით ანგელოზებს დაეძებდა აიდაჰოს ქუჩებში"? უმეტესობას დახშული აქვს გონება. "ცემენტის და ალუმინის რომელმა სფინქსმა გააპო მათი თავის ქალა და ამოჭამა მათი ტვინი და წარმოსახვები?" - წერს ერთგან დანანებით პოეტი. ხოლო უმცირესობას უმრავლესობის ხელში კარგი დასასრული არ უწერია. "ვინც კარტოფილის სალათს უშენდა დადაიზმის ნიუ-იორკელ ლექტორებს და ამის შემდეგ გადაპარსული კინკრიხოთი და თვითმკვლელობის არლეკინური მეტყველებით საგიჟეთში მარმარილოს კიბეებზე აღმოჩნდა."
პოეტის თქმით, ადამიანები თავად
![]() |
ჯეიმს ფრანკო ალენ გინზბერგის როლში ფილმში"ყმუილი" |
მართალია, პოემა ეხება 50-იანი წლების ამერიკულ ცხოვრებას, მაგრამ სამწუხაროდ, იგი მთელ მსოფლიოსაც მიესადაგება. ადამიანთა მოდგმას უამრავი დიდი თუ პატარა ომი და ბრძოლა გადაუტანია 1900 წლამდე. მაგრამ იგი იმდენად ცუდი მოსწავლე აღმოჩნდა, ჭკუა ვერ ისწავლა და XX საუკუნეში ზედიზედ ორი ერთიმეორეზე უარესი შეცდომა დაუშვა, გაიჟლიტა მილიონობით ადამიანი და გაიხარა მოლოქმა, "რომლის ყური მზროლავი სამარეა", "რომლის თვალები ათასი ბნელი ფანჯარაა"...
ალენ გინზბერგი საკმაოდ პირდაპირი და უშუალოა. მას ყველაფერი ზუსტად ისე აქვს აღწერილი, როგორც არის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. სწორედ ამის წყალობით, ბევრმა მკითხველმა, მეტად თუ ნაკლებად, პოემაში შეიძლება დაინახოს საკუთარი თავი და ამოიცნოს საკუთარი ამორალური, არასწორი საქციელი. ეს კი მცირე, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება გამოსწორებისკენ.
"ყმუილი" ორიგინალში, პოემის გაცოცხლებული ფრაგმენტები ფონად, შეგიძლიათ თან მოისმინოთ და თან წაიკითხოთ --> ნაწყვეტი ფილმიდან "ყმუილი".
ამორალურობა-მორალურობა ___ მუდმივი არჩევანი ადამიანისა ყველას აუკუნეში ...
ReplyDelete