Posts

Showing posts from February, 2014

ედგარ ალან პო

Image
   ედგარ პო არის ამერიკელი მწერალი, გვიანდელი რომანტიკოსი, დეტექტიური და საშინელებათა ჟანრების ფუძემდებელი და ღირსეული წარმომადგენელი. გარდა ამისა, ედგარ პო შესანიშნავ პოეტადაც ითვლება, რაც მიანიშნებს მის მრავალმხრივ ნიჭზე, ვინაიდან იშვიათია ადამიანი, რომელიც წერს არაჩვეულებრივ მოთხრობებს და ამასთანავე თხზავს სიმბოლურ, უნაკლოდ გარითმულ ლექსებს.    ედგარ პოს მოთხრობები გამოირჩევა ლაკონურობით, საინტერესო სიუჟეტითა და ზოგჯერ მოულოდნელი დასასრულით (მაგალითად ისეთით, როგორიცაა მოთხრობაში "კასრი ამონტილედო"). მას საოცარი ოსტატობით აქვს აღწერილი თითოეული მოთხრობა. თავდაპირველად ქმნის კვანძს, რომელიც დასაწყისში მკითხველს შეიძლება გაუხსნელი ეჩვენოს, მაგრამ თანდათან ისე ლოგიკურად ხდება ყველაფრის ახსნა, რომ ძნელია არ აღიარო ავტორის უბადლო ნიჭი.

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

Image
     ბევრი ადამიანი ვერ მიტანს იმის გამო, რომ გრამატიკულ შეცდომებს ვუსწორებ ხოლმე :D ისე, ვის უყვარს, როცა შეცდომებზე მიუთითებენ. მეც არ მიყვარს, ვერ ვიტან, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ :D თავს ნამდვილად ვერ დავდებ იმაზე, რომ ყოველთვის სწორად ვმეტყველებ და ვწერ (დარწმუნებული ვარ, მეც უამრავ შეცდომას ვუშვებ), მაგრამ, ჩემი აზრით, არის ისეთი ელემენტარული რამეები, რაც არავის არ უნდა გვეშლებოდეს. ვერბალური მეტყველების დროს ეს შეცდომები ნაკლებად იგრძნობა, რადგან ან არ ისმის, ან ყურადღებას არ აქცევ. მაგრამ წერის დროს მათ ვერსად დამალავ.

ეზრა პაუნდი და მისი კანტოები

Image
    ეზრა პაუნდი წერდა ყველაფერ იმას, რასაც გრძნოდა და როგორც გრძნობდა, რაც კი ოდესმე უგრძვნია და რასაც იგრძნობდა იმ შემთხვევაში, თუკი თავისუფალი იქნებოდა. მისი კანტოები ( კანტო - იტ. "სიმღერა"; გრძელი ეპიკური პოემის დაყოფის პრინციპული ფორმა) სიუჟეტურობით ვერ დაიკვეხნიან, თუმცა მათში იმდენი მეტაფორაა გამოყენებული, რომ სიუჟეტის არარსებობით შექმნილ სიცარიელეს თავისუფლად ავსებენ. არისტოტელე ამბობდა: "თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა." სწორედ მეტაფორების სიუხვის გამო დღესაც გამოცანებად რჩება ეზრას ლექსები უამრავი ადამიანისთვის.    ამერიკელი პოეტი და კრიტიკოსი ეზრა პაუნდი დაიბადა 1885 წლის 30 ოქტომბერს აიდაჰოს შტატის ქალაქ ჰეილიში. კოლეჯში შეისწავლა ლიტერატურა და 1908 წელს გაემგზავრა ინგლისში, სადაც რამდენიმე წიგნიც გამოსცა. ამასთანავე, პროპაგანდას უწევდა "მოდერნისტულ" მოძრაობასა და ამერიკულ ლიტერატურას. მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში პროფაშისტური რადიოგადაცემა მიჰყავდა, რაც იქცა მისი დაპატიმრების მიზეზად. მას ბრალად დასდეს საკუთარი ქვეყნი...

მორცხვი კოღო და გულკეთილი (თუმცა მშიერი) ობობა [ზღაპარი]

Image
გაფრთხილება : ეს არის ზღაპარი, რომელიც ზღაპარს საერთოდ არ ჰგავს (თითქმის). ეს არ წაუკითხოთ პატარებს 19 წლამდე. მისი წაკითხვა არ არის რეკომენდირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ მწერები და ეზიზღებათ ობობა (ის მწერი არ არის). იგი ასევე არ უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეზიზღებათ მწერები და უყვართ ობობები (თუ არ გჯერათ, რომ ის მწერი არ არის, ნახეთ ენციკლოპედიაში "ო" ასოზე). ეს არ უნდა წაიკითხონ კიდევ იმ ადამიანებმა, რომლებსაც უყვართ ობობები და მწერები, ან ეზიზღებათ როგორც ერთნი, ასევე მეორე... ანუ, ეს ზღაპარი უნდა წაიკითხოს ყველამ, რადგან აკრძალული ნებადართულზე უფრო მიმზიდველი და ინტერესის დიდი აღმძვრელია ხოლმე :)