ცნობიერების ნაკადი
ეს ჩემი პირველი პოსტია ჩემს ახლადშექმნილ ბლოგზე, ამიტომაც, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე დამეწერა, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს ერთადერთ და ძალიან პატარა (იმდენად პატარა, რომ თითქმის შეუმჩნეველ) პრობლემაზე, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ ამ დღეებში. თუ ამ დღეებში ვერ მოვახერხე, იმ დღეებსაც გამოვიყენებ. თუ ის დღეებიც არ მეყო, კიდევ გამოვძებნი დღეებს. მოკლედ, ვწერ შიშზე, ჩემს პირად შიშზე (ბონდ, ჯეიმს ბოონდ..). მე მეშინია . ზოგადად მეშინია.