რეცეპტი: როგორ მოვაბეზროთ ადამიანს თავი (მისი სამუდამოდ მოშორების ეფექტით)
![Image](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiTJjsJcoDJgNxnAM8aLubtCZSv1X_ajsODT6dAOyKetUqW96pGN7on-BS45aulhfa4BEcWVe9gv_X1I80Hk6PPMOpEeFCv_Hja2hXs_jRLWewUOCd-rDFnJcp3w6cvyUN5Yvttuq64FDo/s1600/large.jpg)
გარს უამრავი ადამიანი გვაკრავს, რომელთაგან ზოგი დედაჩვენია, ზოგი - მამაჩვენი, ზოგი - მეგობარი, ზოგი - ნაცნობი, ზოგი - შეყვარებული, ზოგიც - ჩვენს ცხოვრებაში მეგობრის ან მეგობარზე მეტის ადგილის დაკავების მსურველი. თავად ჩვენ კი ვერ ვართ ისეთი უნივერსალურები და ყოვლისშემძლეები, რომ ჩვენს გარშემომყოფებს ისეთი შვილობა, მეგობრობა, ნაცნობობა თუ შეყვარებულობა გავუწიოთ, როგორიც და რა დოზითაც თითოეულ მათგანს სურს. და ეს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანი (ჩვენი სამიზნე პირობითადაც "სამიზნედ" მოვიხსენიოთ): 1) სამიზნეს ცუდი აურა აქვს (ყოველ შემთხვევაში, თქვენ ასე ფიქრობთ); 2) ის ენერგოვამპირია და გფიტავთ (ყოველ შემთხვევაში, თქვენ ასე გეჩვენებათ);