Posts

Showing posts from September, 2014

სამსახურის ძიებაში...

Image
     კომპანიებს რომ სჭირდებოდეს აპლიკანტები სამსახურის მაძიებლის პოზიციაზე, რამდენი დასაქმდებოდა.................    საქართველოში სტუდენტების და პოსტსტუდენტების უმეტესობას დიდი სურვილი აქვს, იყოს დასაქმებული და გამოიმუშავებდეს ფულს სხვადასხვა საჭიროებისათვის. ისინი მთელი შემართებით ეძებენ სამსახურს, განურჩევლად სქესისა. გოგოების შემთხვევაში ოდნავ რთულადაა საქმე ქართულ რეალობაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპების ფონზე, რის გამოც ისეთი ფრაზების გაგონება, როგორებიცაა "აგერ, ისწავლა ლამარას გოგომ, მარა დღემდე სახლში ზის", "რა ყრია სწავლაში, თუ ვინმე კაი გამოჩნდა, გაყევი", "გათხოვდები, ქმარი გარჩენს" (და ა.შ.) სულაც არ არის ჩვენი ყურისთვის უცხო. მიუხედავად ამისა, ბიჭების მსგავსად, გოგოებიც არ ზოგავენ თავს სამსახურის ძიების პროცესში. თავის არდაზოგვაში კი ძირითადად იგულისხმება სხვადასხვა ვებ-საიტზე შესვლა და ვაკანსიებში ქექვა იმ იმედით, რომ რომელიმეს მოარგებენ რამენაირად საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, მოთხოვნილებებს ("მოირგებენ"-ზე ლაპარაკიც ზედმე...

2014 წლის ზაფხულის სიმღერების ჩემი სახელობის დაჯილდოება

Image
     მოგესალმებით ჩემი ბლოგის მკითხველებო (სხვათა შორის, პირველად გესალმებით ბლოგის მთელი არსებობის განმავლობაში). პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო თქვენი უთვალავობა. თქვენი რაოდენობა ხანდახან 3-ს აღწევს ხოლმე, ზოგჯერ კი - 5-საც. მეორე რიგში, მინდა გითხრათ ის, რაც ჩემი თქმის გარეშეც იცით: ზაფხული დამთავრდა. უფრო სწორად, შემოდგომა დაიწყო. მესამე რიგში კი მინდა გითხრათ, რომ სულ ქვემოთ გელით ჩემი სახელობის დაჯილდოების პირდაპირი სიტყვიერი ეთერი ^_^. სხვანაირადაც შეიძლებოდა ამ პოსტის წერის დაწყება, but it's okay, იქნებ შემდეგი აბზაცები გამოვიდეს შესაბამისი.    ერთი თვის ინტერნეტის გარეშე წიგნებთან ერთად გატარება საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარის"  შემდეგ გადავწყვიტე, არასოდეს გავეკარო happy end-იან სასიყვარულო რომანებს (არც აქამდე ვეკარებოდი, უბრალოდ