Posts

Showing posts from March, 2014

რასაც გინდა, იმას იტყვი

Image
   გადავწყვიტე დამეწერა ფილმზე, რომლის ნახვაც მირჩია უცხოელმა მეგობარმა ფორუმიდან. ეს ფილმი გახლავთ Talk Radio , რომელიც ოლივერ სტოუნმა გადაიღო 1988 წელს. წამყვანის (შესაბამისად, მთავარ) როლს ასრულებს ერიკ ბოგოსიანი.    ცოტა არ იყოს, თავზეხელაღებული პერსონაჟი ბარი გადაცემისთვის გამოყოფილ საეთერო დროში ლაპარაკობს ყველაფერზე, რაზეც გაუხარდება, რამდენიც გაუხარდება და ამ ლაპარაკში იმხელა აგრესიას აქსოვს, იმდენად არაფრად აგდებს ცენზურას და გადადის საზღვრების საზღვრებსაც კი, რომ გადაცემის თავგადაკლულ მსმენელებშიც იწყებს პროტესტის გრძნობის გაღვივებას. არავის და არაფერს არ ერიდება. გაიძახის, სიტყვის თავისუფლების უფლება (უკეთ რომ დავწერო, აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება) მაქვსო და რასაც მინდა, იმას ვიტყვიო. პრობლემასაც სწორედ ეს უფლება ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებას უნივერსალური განმარტება ლეგენდარული თავხედი წამყვანი ბარი აქვს, ის თითოეული ჩვენგანისთვის მაინც სხვადასხვა რამეს ნიშნავდა და ნიშნავს.    იმ დროს შტატში ყველაზე რეიტინგული...

"ყმუილი"

Image
გინზბერგი თავისი პოემების საჯაროდ კითხვისას. ვაშინგტონი, 1966 წელი