Posts

Showing posts from December, 2016

ქუჩაში არცერთხელ, ან რამდენიმეჯერ (ბუმერანგის პრინციპი)

Image
       გოგონას უყვარდა სეირნობა და სევდიანი მუსიკა. იმ სამყაროში ბევრი სიმღერა იყო. გოგონა ხან ერთით იყო გატაცებული, ხან - მეორით. ჰყვარებია კიდეც ზოგიერთი.. ოთხი დღით, ან - ორით. ყველაზე ხანგრძლივი იყო ექვსი დღე. ჰო, ის დაუვიწყარი ექვსი დღე.. მაგრამ არა, ისიც მობეზრდა და სხვაში გაცვალა. არ შეეძლო რომელიმეზე გაჩერება. მობეზრებულ სიმღერებს აღარასოდეს უსმენდა და ვერც კი ხვდებოდა, რომ ამით თითოეულ მათგანს უდიდეს ტკივილს აყენებდა. სიმღერებს ძლიერ უყვარდებოდათ იგი, რადგან მისგან ნამდვილ სიყვარულს გრძნობდნენ, იწამლებოდნენ ჭეშმარიტი გრძნობით და შემდეგ.. მიტოვებულნი და ბევრად სევდიანნი ხდებოდნენ. სეირნობა ნებივრობდა. გოგონა ხშირად იყო მასთან ერთად. ისინი მეგობრობდნენ, თუმცა ერთმანეთს არასოდეს ელაპარაკებოდნენ, რადგან.. მხოლოდ სეირნობამ იცოდა, რომ გოგონა მისი მეგობარი იყო. თვითონ ასე ეგონა, ყოველ შემთხვევაში.    იმ სამყაროში ერთი იყო მხოლოდ, რომელიც იმ კომპოზიციებს თხზავდა, შემდეგ გოგონას რომ ფეხქვეშ ეგებოდნენ და მისგან გათელვაც რომ არ აყოვნებდა მათი.. მ...