Posts

Showing posts from November, 2016

3(5) წიგნი რეალობისგან შესასვენებლად

Image
    უჯიშო რომ იქნები ადამიანი, არც გამოკვეთილად საყვარელი ერთი ჟანრი არ გექნება ლიტერატურაში ზუსტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში. რას ვიზამთ. თან, ერთი რამ ყოველთვის მოსაწყენია. მრავალფეროვნება სჯობს. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ქართველებს თავი დავანებოთ და დედამიწაზე მრავალი საოცარი წარმოსახვის მქონედ შობილი ადამიანი ბინადრობს. მადლობა გამჩენს, რომ მათ უმეტესობას შეუძლია წარმოსახვათა ნაყოფები სიტყვებად გააცოცხლოს მოკლული ხეებისგან დამზადებულ ფურცლებზე ჩვენს წარმოსახვებთან შესარწყმელად.    ჰოდა, რომ არა ენობრივი ბარიერი, ეს პოსტიც არ დაიწერებოდა, ამიტომ მადლობა ასეთი ბარიერის არსებობისთვის ^^ (ან, დაიწერებოდა, მაგრამ სხვანაირად და მადლობის გაურკვეველი მისამართით გადახდაც არ იქნებოდა საჭირო). მაშ ასე, წიგნები, რომელსაც ვთარგმნიდი, ამის უფლების მოპოვება რომ არ იყოს აუცილებელი (და პროფესიონალი მთარგმნელი რომ ვიყო) ან ვათარგმნინებდი, გამომცემლობა რომ მქონდეს, ან.. თუმცა, გადავიდეთ პირდაპირ: 11.        Ramson Riggs – Miss P...