Posts

Showing posts from September, 2016

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

Image
    მოდერნიზმი ლიტერატურაში სულაც არ არის ხელწამოსაკრავი რამ . ის შეიძლება ჩავთვალოთ უნიკალურ ტექნიკად , რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ერთი შეხედვით ზედმეტად არაფრისმთქმელი ტექსტის რიცხობრივ მაჩვენებლებში გადაყვანა ისე , რომ რიცხვები არსად გამოჩნდეს და , რაც მთავარია , ტექსტს სრულიად სხვა დატვირთვა მიეცეს . მოდერნისტი მწერალი ამ გზით მას ხდის ზუსტად იმდენად ღრმად , რამდენადაც აქამდე ზედაპირული იყო . ზოგიერთისთვის მსგავსი ტექსტი სამუდამოდ ჩაკეტილ ცხრაკლიტულს წააგავს , რომლის გასაღებიც გადაყლაპა არარსებულმა გველეშაპმა . რადგან ის არ არსებობს ,  შეუძლებელია მისი პოვნა . და რადგან მისი პოვნა შეუძლებელია , ასევე აბსურდია იმ გასაღების პოვნაც , რომელიც მას აქვს გადაყლაპული . სწორედ ამიტომ , ამ ზოგიერთს სხვა გზა აღარ დარჩენია განათლების გზაზე შედგომის გარდა . თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს , რომ განათლებასთან ერთად ადამიანი ტექსტის შინაარსს მიღმა ხედვის უნარსაც უნდა ფლობდეს .  ...