Posts

Showing posts from January, 2015

ბევრის ყურადღების მიღმა დაუმსახურებლად დარჩენილნი

Image
   ფილმებს და მულტფილმებს ხშირად დროის გაყვანის მიზნით ვუყურებთ იმის მიუხედავად, რომ გასაყვანი დრო ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა ამას მხოლოდ მისი საბოლოოდ ამოწურვის შემდეგ ვხვდებით. მანამდეც რომ ვხვდებოდეთ, ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მაინც არ იქნებოდა, რადგან დრო იმის გამოა დრო, რომ გადის. ის ყოველთვის გადიოდა და გავა. გააზრებული გვექნება თუ არა, რომ გასაყვანი დრო არ გვაქვს, ეს  სულერთია, ის მაინც ამოიწურება. ერთადერთი რაც შეგვიძლია, არის გაყვანილი დროის გამო სინანულის განცდის თავიდან აცილება და მისი კმაყოფილებით ჩანაცვლება. ჯობია ბანალურ მსჯელობას დროზე თავი დავანებო და გადავიდე პირდაპირ იმ (ანიმაციური და არამარტო) ფილმების