ლოლიტა
![Image](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjEwQjmAmjw4u-8RS5ItsT-wpJg3j7ne8GimlypoZLt6JDVU0ld4zsFmGUuX0jXIRtTuTZrpukm688DeQMhp6Vd3axrm5-HZOnetKfKT3YVRescnTCGZiYzlZIrKGBpbl3n9QU-W1Shbuo/s1600/12.jpg)
სიყვარული სხვადასხვანაირი არსებობს, მაგალითად, დედაშვილური, ალბათ მამაშვილურიც, მეგობრული, დაძმური და ა.შ. მაგრამ სიყვარული ბავშვების მიმართ, რომელსაც მათთან ხორციელი ვნებების ჩაცხრობის სურვილიც ახლავს თან, უკვე პედოფილიაა, ავადმყოფობა. იყო თუ არა ჰუმბერტ ჰუმბერტი პედოფილი? უდაოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის ნამდვილად იყო ხორციელი სიამოვნების მონა და სულაც არ თვლიდა ცოდვად იმას, რასაც სხვადასხვა ქალთან ერთად სჩადიოდა პერიოდულად. ჯერემი აირონსი და დომინიკ სვეინი ფილმში "ლოლიტა" (1997) მისი ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო ანაბელი. მათ ბევრი ჰქონდათ საერთო. თუნდაც ის, რომ ანაბელს უნდოდა ექიმი გამხდარიყო, ჰუმბერტ ჰუმბერტს კი ჯაშუშობა სურდა, ანუ ორივეს ჰქონდა სამომავლო გეგმა. მაგრამ დაუნდობელმა ცხოვრებამ ჰუმბერტ ჰუმბერტს სატრფო წაართვა და სევდისამარა დატოვა. რაც შეეხება მასში ლოლიტას დაბადებას, ეს მოხდა ელვის უსწრაფესად. უბრალოდ,