ტომას ელიოტის "უნაყოფო მიწა"
![Image](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiNyDR0sG_qn4SV9H5iyGqUYagJLc5rXz-CGf7-tkRn94wTGbtfHQC4fgDwPsRkpjNnHrltbd_zWxueXDnr8DnmlCnAe_RKamVKWD9b0Sf-_hPxCVwCtQAytAFYiiV3e0F8dbjI4Xhrkr0/s400/Uew5A.jpg)
"I had not thought death had undone so many".. ადამიანებს ხმელეთი თავიანთი მოქმედებითა და ამადროულად - უმოქმედობით ამოუშრეტიათ, გაუხორკლიანებიათ და უნაყოფოდ უქცევიათ. Unreal City სინამდვილეში მეტისმეტად რეალური, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე განაცრისფერებული სულის მღაფავივით საზარელი სანახავი ადგილია. ეს სიკვდილი სულაც არ არის ის შავლაბადამოსხმული გაძვალტყავებული არსება, ყველას საიქიოში რომ ისტუმრებს. ეს არის ის სიკვდილი, რომელიც ადამიანს იმიერ სამყაროზე ოცნებასაც კი არ გააბედვინებს დსა სამუდამოდ მიაჯაჭვებს მის მიერვე გამოუსადეგრად ქცეულ მიწაზე. მიწაც იმ აზრს შეგუებული, რომ ვეღარასოდეს იგრძნობს, როგორ მოძრაობს მასში ნაყოფიერი მზარდი თესლი, თავადვე როგორ მონაწილეობს მისი მომწიფების მადლმოსილ საქმეში, უძრავადაა, ხმას არ იღებს. ან რა აზრი აქვს საყვედურის თქმას ადამიანისთვის, რომელიც ადამიანობის ღირსი არ არის. "გამვლელები თავიანთ ფეხებს დასჩერებიან, აღმართს ადგანან, მთისკენ მავალს... ქვე ეშვებიან." რაღა დარჩენიათ თვით დემონთაგან უარყოფილთ უმიზნო ხეტიალის გარდა. მა...